თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშით, შესაძლოა, უახლოეს დღეებში წარსდგეს. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
”საკრებულოს ხელმძღვანელობასთან გავდივართ კონსულტაციებს და შესაბამისად, ზუსტ თარიღსა და დროს ვაცნობებთ საზოგადოებას. ეს არ იქნება ძალიან შორს, შესაძლოა უახლოეს დღეებში მოხდეს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ნარმანიას თქმით, საკრებულოში შეხვედრამდე შეხვდება ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათგან ქალაქის გამწვანების პოლიტიკის დოკუმენტთან დაკავშირებით მოსაზრებებს მოისმენს.
”მე ჯერ კიდევ გუშინ განვაცხადე, რომ აუცილებლად მივალ თბილისის საკრებულოში და გავცემ ყველა კითხვას პასუხს, რაც იქნება დასმული. გარდა კონკრეტულად ამ საკითხისა, მე ვისაუბრებ საერთოდ ჩვენი გამწვანებისა და გარემოს დაცვის მიმართულების პოლიტიკაზე, იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელსაც ჩვენ ამ თვალსაზრისით ვახორციელებთ, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას რას ვაკეთებთ გამწვანების კუთხით”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
საკრებულოს 13-მა დეპუტატმა გუშინ თბილისის მერს განცხადებით მიმართა და დავით ნარმანიას საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშის წარდგენა მოსთხოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.