ალექსანდრე ჯეჯელავა GFK-ის კვლევაზე: რეალობა თვისებრივად განსხვავდება დასახელებული ციფრებისგან
23-08-2016, 04:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს მიზანმიმართულ მანიპულირებად აფასებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ რეალობა GFK-ის კვლევის მიხედვით დასახელებული ციფრებისგან თვისებრივად განსხვავდება.

 

 

„ვაფასებ, როგორც მიზანმიმართულ მანიპულირებას რეიტინგებით. ეს არის კონკრეტული ხალხის სურვილები, ოცნებები გამოხატული ციფრებში. ვფიქრობ, რომ რეალობა თვისებრივად განსხვავდება დასახელებული ციფრებისგან. საერთაშორისო კვლევებს რაც შეეხება, ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო კვლევის უკან სავსებით კონკრეტული ხალხი დგას, რომლებსაც სავსებით კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 

გერმანულმა კომპანია GFK-მ კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის  დაკვეთით მიმდინარე წლის 2-დან 18 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა და პირდაპირი ინტერვიუს წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2 200 ადამიანი გამოკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.

 

 

კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები ასე გამოიყურება: "ქართული ოცნება" - 35.9%, "ნაციონალური მოძრაობა" - 34.2%, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - 9.8%.

 

 

8 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას გამოკითხულთა 25.8% მისცემდა, „ნაცმოძრაობას“- 25.5%, პაატა ბურჭულაძის პარტიას - 6.9%;

 

 

საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს ხმას GFK-ის გამოკითხულთა 10.5% მისცემდა, დავით ბაქრაძეს - 9.1%, მიხეილ სააკაშვილს - 6.9%, ირაკლი ალასანიას - 4.8%.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი