რადგან თავიდან ავიცილეთ ეს დანაშაული, ახლა მთავარია პასუხი გაეცეს კითხვებს და გამოძიებამ უპასუხოს იმ კითხვებს, თუ ვინ იდგა ამ დანაშაულის უკან, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სუსის მიერ ტერაქტის აღკვეთის შესახებ გავრცელებული განცხადების შეფასებისას.
როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, საჭიროა საზოგადოებამ შეიკავოს თავი სპეკულაციებისგან და დაელოდოს გამოძიებას.
”ერთი შეხედვით, როგორც იკვეთება სერიოზული საბოტაჟი მზადდებოდა. ახლა უკვე მთავარია, რადგან თავიდან ავიცილეთ ეს საშინელი დანაშაული, კითხვებს გაეცეს პასუხი, თუ ვინ იყო ამ დაგეგმილი დანაშაულის უკან. მე იმ წამსვე გამახსენდა ყირიმში მომხდარი ფაქტი, როდესაც რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ მათ სამალავები აღმოაჩინეს და მზადდებოდა ტერორისტული აქტები. ძალიან ბევრი ანალიტიკოსის შეფასებით, ეს იყო წინასწარი მზადება აგრესიული ნაბიჯების გასამართლებლად. ჩვენ დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ რაც მოხდა და არ მივცეთ არავის მიზეზი, რომ საქართველოს დააბრალოს უუნარობა და სუვერენიტეტის გაუკონტროლება. ახლა საჭიროა, მთელი სპეცსამსახურები გადართულები იყვნენ, რომ გამოავლინონ, ვინ იდგა დანაშაულის უკან”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონტრტერორისტულ ცენტრს კარგი სპეციალისტები ჰყავს და შეუძლია რეგიონში სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან კარგი თანამშრომლობა. თუმცა, მისივე თქმით, ამისთვის საჭიროა სპეცსამსახურები პოლიტიკური დიქტატისგან გათავისუფლდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.