„ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევა და ჩვენი ყოველდღიური შეხვედრები ათასობით ამომრჩეველთან ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ კორუმპირებული, უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა მოქალაქეებს, არის დასრულებული“,-განაცხადა „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი აბესაძემ.
აღნიშნულით ირაკლი აბესაძე გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის, GFK-ის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კვლევის შედეგებს ენდობა, რადგან თითქმის ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია კვლევისას მსგავს შედეგს აჩვენებს.
„ადამიანები მზად არიან მხარი დაუჭირონ ჩვენს სამოქმედო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის განვითარებას, პენსიების გაზრდას, ჯანდაცვის სიტემის სრულყოფას“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
გერმანულმა კომპანია GFK-მ კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით მიმდინარე წლის 2-დან 18 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა და პირდაპირი ინტერვიუს წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2 200 ადამიანი გამოკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.
კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები ასე გამოიყურება: "ქართული ოცნება" - 35.9%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 34.2%, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - 9.8%.
8 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას გამოკითხულთა 25.8% მისცემდა, „ნაცმოძრაობას“- 25.5%, პაატა ბურჭულაძეს პარტიას - 6.9%;
საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს ხმას GFK-ის გამოკითხულთა 10.5% მისცემდა, დავით ბაქრაძეს - 9.1%, მიხეილ სააკაშვილს - 6.9%, ირაკლი ალასანიას - 4.8%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.