დავით ნარმანია: ხეების ჭრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების წესი გადაიხედება
23-08-2016, 04:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ხეების ჭრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების წესი გადაიხედება.

 

 

„სიამოვნებით მივიღებთ ყველა რაციონალურ მოსაზრებას და წინადადებას და ამაზე დაყრდნობით ამ წესს დავხვეწავთ. როდესაც გარემოს დაცვის სტრატეგია გავაკეთეთ, თბილისის ისტორიაში პირველად, მაშინაც გვქონდა საუბარი და გარკვეული რეგულაციები შევცვალეთ, თუმცა ესე მწვავედ საკითხი არასდროს დამდგარა. ამიტომაც, ვფიქრობთ, აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე კიდევ გადავხედოთ არსებულ წესებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 


კითხვაზე, დადგება თუ არა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის და მისი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც ამას „პარტიზანელი მებაღეები“ ითხოვენ, ნარმანიამ განაცხადა, რომ ყაზბეგის გამზირზე ხეების ჭრის ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის საბოლოო დასკვნას უნდა დაველოდოთ.

 


„გამოკვლევა აუცილებლად უნდა დასრულდეს, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ახორციელებს და ამის საფუძველზე უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. სწორედ ამიტომაც, პროკურატურის შესაბამის ქვედანაყოფებთან ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა მათ ყველა ინფორმაცია მივაწოდოთ. ვიმუშაოთ მათთან ერთად და დადონ საბოლოო დასკვნა, რასთან გვქონდა საქმე. წინასწარ ვარაუდების გაკეთება, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იყოს და ამას ვერ დავეყრდნობით. როდესაც ოფიციალური დასკვნა იქნება, ოფიციალური დასკვნა იქნება შემდგომი რეაგირების საფუძველი. მანამდე რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ხეების ჭრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების წესი გადაიხედება“, - აღნიშნა ნარმანიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი