გიორგი კვირიკაშვილმა ქარელის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი  გიორგი თოთლაძე წარუდგინა
23-08-2016, 05:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ შევძლებთ ყველაზე მთავარს - დავასრულოთ დაპირისპირებები საზოგადოებაში, გავაერთიანოთ მთელი ქვეყანა ერთიანი პოზიტიური, დადებითი განვითარების გეგმის გარშემო“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქარელის მოსახლეობას, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  გიორგი თოთლაძე წარუდგინა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივებს ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. მისი თქმით, არც ერთ მთავრობას, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არ მიუქცევია იმხელა ყურადღება სოფლის მეურნეობისთვის, როგორც დღეს.

 

 

„ეს სახელმწიფო პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქარელისთვის, სადაც მრავალწლიანი ნარგავების მოშენების უდიდესი კულტურა არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია მცირემიწიან ფერმერთა დახმარებისკენ მიმართული პროგრამები, რომელთა მეშვეობით ხდება ბევრი პრობლემის გადაჭრა. დღეს უკვე საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან გაჯანსაღებას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას და სოფლის მეურნეობის გაძლიერებას“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლების საბოლოო მიზანია, თითოეული მოქალაქის ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა, რაც ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმით მიიღწევა. პრემიერმა ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1-ლი იანვრიდან მოგების გადასახადი აღარ იარსებებს იმ შემთხვევაში, თუ მოგებული თანხა მომავალ პროექტებში რეინვესტირდება.

 

 

„ჩვენ მთლიანად უარი ვთქვით იმ მემკვიდრეობაზე, როდესაც საგადასახადო ინსტიტუტები ბიზნესზე წნეხისთვის იყო გამოყენებული და უარი ვთქვით კომპანიების შესამოწმებლად ფინანსური პოლიციის გამოყენებაზე. ჩვენ ზუსტად ვიცით, სად უნდა დავიწყოთ და სად უნდა დავასრულოთ ოთხ წელიწადში, ეს არის ძალიან მკაფიო გეგმა, რომლის განხორციელების კომპეტენცია, გამოცდილება, ხალხთან კავშირი და ქვეყნის სიყვარული ჩვენ გაგვაჩნია!“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ქარელის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი