საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, ხაშურელებს პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი წარუდგინა.
მისი თქმით, ვალერი გელაშვილმა ძალიან კარგად იცის, რა არის ადამიანის ღირსება და ვაჟკაცობა.
„თქვენ ძალიან კარგად იცით რაც ხდებოდა ხაშურში 2012 წელს. ბატონმა ვალერი გელაშვილმა საკუთარ თავზე იწვნია უსამართლობა, სახელმწიფო აპარატის წნეხი და ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშეც იდგა. მან ძალიან კარგად იცის, რა არის ადამიანის ღირსება და ვაჟკაცობა და სწორედ ის კაცია, რომელიც ვაჟკაცურად დაუდგა იმ უსამართლობას, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.