პაატა ბურჭულაძე: კვლევებმა აჩვენა, რომ დღეს საქართველოში სამი უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა
23-08-2016, 05:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კვლევა არის კვლევა. ყველა კვლევაში არის ჯანმრთელი აზრი. ასე რომ, თუ ადამიანი გონიერია, უნდა გამოიყენოს ეს კვლევა. ყველა კვლევას ვენდობით ჩვენ და არც ერთს არ ვეწინააღმდეგებით“, - განაცხადა მოძრაობის - „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ.

 

 

აღნიშნული განცხადებით ბურჭულაძე გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის, GFK-ის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება.

 

 

ბურჭულაძის თქმით, ის ყველა კვლევას პასუხისმგებლობით ეკიდება, მოსწონს თუ არ მოსწონს.

 

 

როგორც მოძრაობის - „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა აღნიშნა, კვლევებმა აჩვენა, რომ დღეს საქართველოში სამი უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა.

 

 

„უიმედობა არის ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში. მე პოლიტიკაში იმიტომ მოვედი, რომ ქვეყანაში უიმედობა მოისპოს. კვლევებმა გვაჩვენეს, რომ ხალხის 35% ხმას აძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს, 34% ხმას აძლევს შიშს. ჩვენ ის ძალა ვართ, რომელსაც შეუძლია და აუცილებლად მოსპობს საქართველოში უმუშევრობას, სიღარიბეს და შიშს. ასე რომ, გულს ნუ გაიტეხთ, 8 ოქტომბრიდან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

 

გერმანულმა კომპანია GFK-მ კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის  დაკვეთით მიმდინარე წლის 2-დან 18 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა და პირდაპირი ინტერვიუს წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2 200 ადამიანი გამოკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.

 

 

კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები ასე გამოიყურება: "ქართული ოცნება" - 35.9%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 34.2%, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - 9.8%.

 

 

8 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას გამოკითხულთა 25.8% მისცემდა, „ნაცმოძრაობას“- 25.5%, პაატა ბურჭულაძეს პარტიას - 6.9%;

 

 

საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს ხმას GFK-ის გამოკითხულთა 10.5% მისცემდა, დავით ბაქრაძეს - 9.1%, მიხეილ სააკაშვილს - 6.9%, ირაკლი ალასანიას - 4.8%.

 

 

კომენტარები: 6
#6   ალექსანდრე
      
ხალხო, კიდევ გჯერათ ამ მეზღაპრეების, ვინ დგანან პაატას გვერდით ისინი არ გახსოვთ? ერთი მერცხლით მოყვანილი გაზაფხული გაგიგიათ?
23 აგვისტო 2016 11:54
#5   მერაბი
      
წარმატებებს ვუსურვებ პაატას პარტიას და ახლად ჩამოყალიბებულ გაერთიანებას
23 აგვისტო 2016 10:15
#4   ეკა
      
ბატონი პაატა უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში უნდა დასრულდეს ეს მძიმე ცხოვრება! შეიცვალოს ქვეყნის მომავალი.
23 აგვისტო 2016 06:48
#3   გიორგი
      
არჩევნებამდე თქვენი რეიტინგი კიდევ უფრო აიწევს. დარწმუნებული ვარ ამაში
23 აგვისტო 2016 06:43
#2   ლალი
      
"ჩვენ ის ძალა ვართ, რომელსაც შეუძლია და აუცილებლად მოსპობს საქართველოში უმუშევრობას, სიღარიბეს და შიშს."

გაიხარეთ ამ სიტყვებისთვის! საქართველოს ზუსთად თქვენნაირი ლიდერი სჭირდება.
23 აგვისტო 2016 06:40
#1   ირაკლი
      
ჯერ არჩევნები არ დამდგარა და შედეგებზე საუბარია ადრეა, ბურჭულაძის ახლად ჩამოყალიბებული პარტიისთვის კარგი მაჩვენებელია, დანარჩენი ოქტომბერში გამოჩნდება
23 აგვისტო 2016 06:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი