დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირიდან გასვლაზე ხმის მიცემით გამოწვეული შოკის მიუხედავად, ევროზონის ეკონომიკა ჯერ კიდევ მატულობს. ამის შესახებ BBC კვლევაზე დაყრდნობით წერს.
"შესყიდვების განყოფილებების ინდექსის" ინფორმაციით, (წარმოების სექტორში ეკონომიკის სიჯანსაღის მაჩვენებელი), ევროზონის აქტივობა აგვისტოში, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ინდექსი ზომავს ევროპაში კომპანიების ხარჯვის გეგმებს და ყოველთვიურად აგროვებს ფინანსურ ინფორმაციას მომსახურების ბაზარზე. ამგვარად, ის ბიზნეს აქტივობების კარგი მაჩვენებელია.
"შესყიდვების განყოფილებების ინდექსის" მთავარმა ეკონომისტმა განაცხადა, რომ ევროზონის ეკონომიკა "მესამე კვარტალში მყარი ზრდის გზაზე დგას".
მისი თქმით, მესამე კვარტალში ევროზონის ეკონომიკა 0.3%–ით გაიზარდა. ეს კი ემთხვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზს იმის შესახებ, რომ ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წელს 1.6%–ით გაიზრდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.