გოჩა ქაჯაია: ხობის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
23-08-2016, 06:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება, – განუცხადა Guardian.ge–ს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ.

 

 

 


მისი თქმით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული საქმიანობის შედეგად 2016 წელს ხობში სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, განსაკუთრებული ყურადღება კი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეთმობა.

 

 

 


"ამ მიმართულებით წელსაც ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, მიმდინარეობს ქალაქ ხობის N1 და ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები. ქალაქ ხობში, ხუთ ქუჩაზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. მუნიციპალიტეტში „ენერგო-პროჯორჯიამ“ განახორციელა 17 ადმინისტრაციული ერთეულის გამრიცხველიანება. ამჟამად ეს პროცესი ორ სოფელში მიმდინარეობს. 2017 წელს გამრიცხველიანდება 3 სოფელი და ამით ხობის მუნიციპალიტეტში აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები დასრულდება", განაცხადა გოჩა ქაჯაიამ.

 


გამგებლის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტებიდან ქალაქ ხობის ხუთ ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების გარდა, რომლის ღირებულებამაც 569 777 ლარი შეადგინა, ამჟამად ხორციელდება ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი, პროექტის ღირებულება კი 58 200 ლარს შეადგენს. ასევე მიმდინარეობს ქ.ხობის N1 საბავშვო ბაღის აღდგენა, პროექტის ღირებულება 488 888 ლარია; მიმდინარეობს ქალაქ ხობის კულტურის სახლისა და ქ. ხობის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია – პროექტების ღირებულება კი, შესაბამისად, 500 ათასი და 445 ათასი ლარია.

 

 

 

 


გოჩა ქაჯაიამ Guardian.ge–ს ხობის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. ესენია:

 

 

• ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდის ხიდის რეაბილიტაცია - 250 ათასი ლარი,

 


• ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის მოასფალტება - 180 ათასი ლარი;

 


• ხობის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა - პროექტის ღირებულებაა 2 მილიონ 971 ათასი ლარი;

 

 

• 2016 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 848.311 ლარის 73 პროექტი განხორციელდება.

 


სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტებია:

 


• ზემო ქვალონის და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის რეაბილიტაციის შედეგად 1050 მოსახლე უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს; სამუშაოების ღირებულება 499500 ლარია;

 

 

 

 

 

• ნაპირსამაგრი სამუშაოები გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ხობისწყალზე, პროექტის ღირებულება 918510 ლარია, დასაქმებულია 20 ადგილობრივი.

 

 

 

 


• ხობი-ახალსოფელი-რკინიგზის სადგურის გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 5 მლნ 963 ათასი ლარია.

 


• საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შპს „საქართველოს მელიორაციის“ დაკვეთით, ჭალადიდის და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულებში MD მაგისტრალურ არხზე (8350 გრძივი მეტრი) ხიდების მოწყობა მიმდინარეობს, კერძოდ აშენდება 36 ახალი (მათ შორის: 7 მძიმე ტექნიკის, 20-საავტომობილო, 9-საფეხმავლო) და კაპიტალურად გარემონტდება 9 ხიდი. სამუშაოების მთლიანი ღირებულება 940 000 ლარია.

 

 

 

 


გოჩა ქაჯაიას ინფორმაციით, 2016 წელს ხობის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. მოხრეშვით სამუშაოებზე 340 33 ლარი იხარჯება; წყალსადენის რეაბილიტაციისთვის 5 270 ლარი; სანიაღვრე არხების გაწმენდისთვის 156 864 ლარი; ხიდ–ბოგირების რეაბილიტაციისთვის 35 909 ლარი; საბავშვო ბაღებზე 107 510 ლარი; ბიბლიოთეკებზე 20 000 ლარი, სპორტულ მოედნებზე 22 835 ლარი; ქალაქ ხობის ცენტრის კეთილმოწყობისთვის 40 018 ლარი; წისქვილების რეაბილიტაციისთვის 16 478 ლარი; მოსაცდელების მოწყობისთვის 21 000 ლარი; სასაფლაოების შემოღობვისთვის 48 657 ლარი; სასაფლაოებზე ფარდულის მოწყობისთვის 8 614 ლარი.

 


გოჩა ქაჯაიას განცხადებით, ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებული მსხვილი პროექტებიდან აღსანიშნავია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ახალი, 220/110 კვ-ანი ქვესადგურის “ხორგას“ პროექტი, რომლის მშენებლობაც 2015 წლის ივლისში დაიწყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა 220/110კვ ქვესადგურის მშენებლობა, რამაც გააძლიერა დასავლეთ რეგიონის უმნიშვნელოვანესი კვანძი „ვარდნილჰესი-ზუგდიდი-მენჯი-ხორგა-ფოთი-ბათუმი“.

 

 

 

 

 

პროექტი „აზიის განვითარების ბანკი“-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 11,9 მლნ ევრო შეადგინა. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია „Siemens“-ი აწარმოებდა. პროექტის განხორციელებისას დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. ქვესადგურ ”ხორგა”-ს მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის გაზრდას.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   ჯემალი
      
ბატონო გოჩა, გამიხარდა, რომ ამდენი რამე გაკეთდა ხობის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტით. ბოლო 26-27 წლის განმავლობაში სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტით არცერთი სახის ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელებულა სოფელ პატარა ფოთში. 20 წელზე მეტია ვითხოვთ გზის გაკეთებას შავი საფარის გზა თუ არ იქნება მოხრეშილი მაინც ყოფილიყო,რათა სატრანსპორტო საშუალებას შეეძლოს გადაადგილება. თუ წარსულ მთავრობამ აარ მოგვაქცია ყურადღება, ვფიქრობდით თქვენ მაინც გადმოგვხედავდით,მაგრამ ეტყობა პატარა ფოთი არ შედის ხობის მუნიციპალიტეტის ინტერესებში.
24 აგვისტო 2016 07:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი