საქართველო გვეუბნება: „თქვენთან დაახლოების სურვილი მაქვს“, ჩვენ კი ვპასუხობთ: „დიახ, ამის გაკეთება შეგიძლია“, - აღნიშნული განცხადება ევროკავშირის ელჩა საქართველოში იანოს ჰერმანმა გერმანელი ჟურნალისტისთვის რენე შულცისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ დემოკრატიით, კეთილდღეობით, კანონის უზენაესობითა და უსაფრთხოებით ჩვენი სამეზობლოს ქვეყნებში, აღმოსავლეთით თუ სამხრეთით. დაინტერესებულია თუ არა ამით საქართველო? რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ჩვენი თანამშრომლობის საფუძველი. ფაქტობრივად, საქართველო გვეუბნება: „თქვენთან დაახლოების სურვილი მაქვს“, ჩვენ კი ვპასუხობთ: „დიახ, ამის გაკეთება შეგიძლია“ და ამაში დაგეხმარებით, ეს ჩვენს ფასეულობებსა და ინტერესებს ეფუძნება.
დაინტერესებულია თუ არა ევროკავშირი აყვავებული და დემოკრატიული საქართველოთი, რომელიც სტაბილურია და რომელსაც შეუძლია იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ბევრ ასპექტში, არამხოლოდ ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით, არამედ ჰქონდეს გავლენა რეგიონზე, ასხივებდეს პროგრესსა და სტაბილურობას რეგიონში, საქართველოთი, რომელიც არის მნიშვნელოვანი რგოლი აზიასა და ევროპას შორის, სადაც არის ენერგოკავშირები, მილსადენები, ტრანსპორტი, გზები, ახალი პორტები და სხვა ეკონომიკური შესაძლებლობები, მათ შორის ჩვენი კომპანიებისთვისაც? - დიახ. ჩვენ ამით დაინტერესებული ვართ და ერთად ვმუშაობთ ამაზე”, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.