თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სტრუქტურულად მის დაქვემდებარებაში მყოფ შიდა აუდიტის სამსახურს თბილისის მერიის სამი სხვადასხვა სამსახურის საქმიანობის შემოწმება დაავალა. ნარმანიას თქმით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ, პერიოდულად სხვა სამსახურებიც შემოწმდება.
"შიდა აუდიტის სამსახური უშუალოდ მექვემდებარება მე და ამ სამსახურს ვავალებ დავიწყოთ სამი სამსახურის საქმიანობის შემოწმება. შემოწმდება დოკუმენტბრუნვა და დავალებების შესრულების ოპერატიულობა. სამი სამსახური, რომელიც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს, არის ქონების მართვის სააგენტო, არქიტექტურის სამსახური და ზედამხედველობის სამსახური", - განაცხადა ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.