ყოფილი პრემიერ მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამუფძნებელი ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერს უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე GDS-ის პროექტში ახალ სატელევიზიო სეზონზე, სექტემბრიდან გამოჩნდება. მისი თანაწამყვანები ჟურნალისტები მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე იქნებიან.
როგორც გადაცემის ერთ-ერთი თანაწამყვანი მიშა ფეიქრიშვილი აცხადებს, ეს არ იქნება ბიძინა ივანიშვილის გადაცემა, ეს იქნება GDS-ის წინასაარჩევნო პროექტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყოფილი პრემიერ მინისტრი. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში იქნება სტუმარი, რომელიც წამყვანების შეკითხვების გარდა სხვა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს.
გადაცემა კვირაში ერთხელ, პირდაპირ ეთერში გავა.
„საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან გავალთ ეთერში, გადაცემაში მოვიწვევთ ადგილობრივ ჟურნალისტებსაც და მათ საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები. დასკვნითი გადაცემა თბილისიდან იქნება“, – განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.