პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო, კიდევ ერთხელ ჩაიშალა.
კომიტეტის 15 წევრიდან დღეს სხდომაზე მხოლოდ 4 დეპუტატი მივიდა. საკომიტეტო სხდომის გახსნისთვის კი სულ მცირე 8 დეპუტატის ყოფნა იყო საჭირო.
კომიტეტს დღევანდელ სხდომაზე უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით „დემოკრატიული მოძრაობის“ საინიციატივო ჯგუფი უნდა დაერეგისტრირებინა და მათთვის ხელმოწერების შეგროვების უფლება მიეცა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს “უბლოკო სტატუსის” საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე რამდენიმე დღის წინათ უნდა ემსჯელა, თუმცა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა მაშინაც კვორუმის უქონლობის გამო ვერ შედგა.
საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტს დღესვე დეპუტატ როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზეც უნდა ემსჯელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.