გიორგი ახვლედიანი: მესმის ბევრი პარტიის ისტერიკა, პანიკა და შიშები იმასთან დაკავშირებით, რასაც „უბლოკო სტატუსის“ იდეა ჰქვია
23-08-2016, 07:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, „უბლოკო სტატუსის“ შესახებ ინიციატივა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ბაზების დაკანონებას არ გულისხმობს.

 

 

მისი თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალება ყველა უცხო სახელწიფოს ჯარის განთავსება და საქართველო არ გახდება არც ერთი სამხედრო კოალიციის ან ბლოკის წევრი.

 

 

„მესმის ბევრი პარტიის ისტერიკა, პანიკა და შიშები იმასთან დაკავშირებით, რასაც „უბლოკო სტატუსის“ იდეა ჰქვია. დღეს ყველა საუბრობს საქართველოში ამაზე, მთელი მოსახლეობის განხილვის საგანია და ამიტომაც უჭერთ კიკინები.

 

 

ტყუილია ის, რისი ტირაჟირებაც ხდება, რომ თითქოს ჩვენი ინიციატივა რუსული ბაზების დაკანონებას გულისხმობს. კარგად წაიკითხონ, ან ვეუბნები და ზეპირად დაიმახსოვრონ - ჩვენი ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალება ყველა უცხო სახელწიფოს ჯარის განთავსება და საქართველო არ გახდება არც ერთი სამხედრო კოალიციის ან ბლოკის წევრი. ნუ ცდილობენ ყველაფერი უკუღმა წარმოაჩინონ”, - განაცხადა ახვლედიანმა.

 

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს „უბლოკო სტატუსის” საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე დღეს უნდა ემსჯელა, რომლის მიზანს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება წარმოადგენს, სხდომა კი კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

 

 

საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ნინო ბურჯანაძე, ბაკურ ბაკურაძე, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გრიგოლ ბარამიძე და სხვები.

 

 

საინიციატივო ჯგუფს მზად აქვს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციისთვის შემდეგი პუნქტის დამატებას ითხოვენ: „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველო არ გაწევრიანდება რომელიმე საერთაშორისო სამხედრო ბლოკში, ან ალიანსში. დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე რომელიმე სამხედრო ბლოკის, ალიანსის, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს სამხედრო შენაერთების განთავსება. უბლოკო სტატუსი მოქმედებს 1991 წლის მდგომარეობით აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი