ბექა ბექაურის ადვოკატი: დაკავებული აღიარებს, რომ აპირებდა ტერაქტის მოწყობას ოკუპირებულ ტერიტორიასთან, რადგან ვერ იტანს რუსეთს
23-08-2016, 08:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებული ბექა ბექაურის ადვოკატი, მაია ჭრელაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბექაური წარდგენილ ბრალს აღიარებს.

 

 

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბექაური ტერაქტის ორგანიზატორად მხოლოდ საკუთარ თავს ასახელებს. ჭრელაშვილის ვარაუდით, დანარჩენი 6 პირის დაკავება ბექაურთან კავშირის გამო მოხდა.

 

 

”ბექაური აღიარებს, რომ აპირებდა ტერაქტის მოწყობას ოკუპირებულ ტერიტორიასთან, იქ, სადაც მავთულხლართებია განლაგებული. მიზეზად ასახელებს იმას, რომ ვერ იტანს რუსეთს. ამბობს, რომ 3 წელი აგროვებდა იარაღს. მისივე თქმით, ჯარისკაცი იყო და არ გაუჭირდებოდა იარაღის შეგროვება”, - განაცხადა მაია ჭრელაშვილმა.

 


ადვოკატი ბექაურზე დაყრდნობით ასევე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სპეცრაზმელმა სცემა.

 

 

”იძახის, რომ სცემა სპეცრაზმელმა მაშინ, როდესაც სპეცრაზმი მივიდა საგურამოში მის დასაკავებლად. არავითარ ფიზიკურ ძალადობას აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით ადგილი არ ჰქონია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ აღიარებითი ჩვენება ნებაყოფლობით მისცა”, - განაცხადა მაია ჭრელაშვილმა.

 

 

ადვოკატის ინფორმაციით, ბექაურის ცემის ფაქტისთვის შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობის მიცემას და განცხადების დაწერასაც გეგმავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი