ნინო ბურჯანაძე: „ქართული ოცნება“ ელემენტარული პოლიტიკური კატეგორიებით ვერ აზროვნებს
23-08-2016, 08:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება“ ელემენტარული პოლიტიკური კატეგორიებით ვერ აზროვნებს, „ქართული ოცნება“ ელემენტარულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და ადეკვატურად ვერ მოქმედებს არც თუ ისე რთულ სიტუაციებში“,-განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.

 

 

აღნიშნულით ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებას ეხმაურება და მას ურჩევს, ჩაიხედოს საერთაშორისო სამართლის სახელმძღვანელოებში და სანამ საჯარო განცხადებას გააკეთებს, ჯერ განმარტება წაიკითხოს „უბლოკო სტატუსსა“ და ნეიტრალიტეტზე.

 

 

„ბატონო ირაკლი და უმრავლესობის წევერებო! ვინ გიშლიდათ, რომ „რესპუბლიკური პარტიისთვის“ დაგესწროთ და თქვენ გამოხმაურებოდითუბლოკო სტატუსის“ იდეას. ინიციატივა ჩვენ განვაცხადეთ ივლისის დასაწყისში, „რესპუბლიკური პარტია“ ამ იდეას გამოეხმაურა პრაქტიკულად ერთი თვის შემდეგ, თქვენ ვინ გიშლიდათ ერთი თვის განმავლობაში ხელს?! კარგი იქნება, თუ თავს დაანებებთ უსინდისო მანიპულაციებს, არაკომპეტენტურობა ერთია, მაგრამ როდესაც არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე უსინდისო ბრალდებები ისმის, ეს უკვე სასაცილოც არის, მაგრამ რეაგირებას ნამდვილად საჭიროებს. ესეც ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ელემენტარული პოლიტიკური კატეგორიებით ვერ აზროვნებს, „ქართული ოცნება“ ელემენტარულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და ადეკვატურად ვერ მოქმედებს არც თუ ისე რთულ სიტუაციებში“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

 

 

როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, „უბლოკო სტატუსი“ ნიშნავს  ოკუპაციის დაკანონებას".

 

 

უბლოკო სტატუსი“ ნიშნავს  ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ტერიტორიის ბუფერულ ზონად გადაქცევას და ზუსტად იმას, რასაც ჰქვია კრემლის ინტერესების გატარება. არ მიკვირს, რომ ბურჯანაძე ამ ინიციატივას აყენებს, იმიტომ, რომ ის ცდილობს პრორუსული ნიშა დაიკავოს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

საინიციატივო ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც არიან ნინო ბურჯანაძე, ბაკურ ბაკურაძე, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გრიგოლ ბარამიძე და სხვები, მზად აქვს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციისთვის შემდეგი პუნქტის დამატებას ითხოვენ: „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველო არ გაწევრიანდება რომელიმე საერთაშორისო სამხედრო ბლოკში, ან ალიანსში. დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე რომელიმე სამხედრო ბლოკის, ალიანსის, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს სამხედრო შენაერთების განთავსება. უბლოკო სტატუსი მოქმედებს 1991 წლის მდგომარეობით აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი