საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს მიმართა, დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები ტერორიზმში ბრალდებული ბექა ბექაურის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით.
ომბუდსმენის თქმით, საქმის სრულყოფილად შესასწავლად, სახალხო დამცველის რწმუნებულები გუშინვე იმყოფებოდნენ ჰოსპიტალში, თუმცა, ერთი საათის განმავლობაში რწმუნებულებმა ვერ შეძლეს ბრალდებულის მონახულება, რაც სამედიცნო დაწესებულების თანამშრომლებმა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ნებართვის გაუცემლობით ახსნეს.
”ჩვენ მოვიპოვეთ ჰოსპიტალიდან და თბილისის პირველი იზოლატორიდან ბექა ბექაურის სამედიცინო დოკუმენტაცია. ბრალდებულის განცხადებით, იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავების მომენტში. კერძოდ, შუბლის ძვალი ჩაუმტვრიეს კონდახით, რის გამოც დაკარგა გონება და არ ახსოვს, როდის გადაუმტვრიეს თითები. ამასთან, ბექა ბექაურის მტკიცებით, მისი დაკავება განხორციელდა 20 აგვისტოს, დაახლოებით 12:00 საათზე და მიუხედავად თავის ქალის ღია ჭრილობისა და მარცხენა მტევნის დაზიანებისა, დაახლოებით ღამის თერთმეტ საათამდე მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.
სამედიცინო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ბექა ბექაური დაახლოებით 23:00 საათზე შეიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა ის ვერ მიიღო იზოლატორმა არსებული მრავლობითი დაზიანებების გამო, როგორც ხდება ტრადიციულად.
მრავლობითი დაზიანების გამო ბრალდებული ორჯერ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც საბოლოო ჯამში ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა.
ამრიგად, შესაძლებელია სახეზე იყოს ბექა ბექაურის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. ამავდროულად, მრავლობითი დაზიანებების მიუხედავად, ბრალდებულს დაახლოებით 11 საათის განმავლობაში არ გაეწია არანაირი სამედიცინო დახმარება, რაც თავის მხრივ შესაძლოა დამატებით მიუთითებდეს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.