საბაჟო გამშვებ პუნქტ „გარდაბანში”, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ვერცხლის ზოდები (საერთო წონა 3,500 გრამი) აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ტვირთი ბაქო-თბილისის მატარებლის ელექტრო-მექანიკოსისთვის განკუთვნილი ოთახის დათვალიერებისას, ინსტრუმენტების სათავსოში იქნა აღმოჩენილი.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,467 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს სანქციის სახით, 4,467 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.