საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა მარტინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
გიორგი კვირიკაშვილმა მერსედეს ვერა მარტინს საქართველოს მისიის ხელმძღვანელის პოსტის დაკავება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა მიმართული იქნება პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, მაკროეკონომიკურ და საპროგნოზო მაჩვენებლებს. ხაზი გაესვა საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს გააცნო 4-პუნქტიანი რეფორმის სამთავრობო გეგმა, რაც მთავრობის ადმინისტრაციის ცობით, მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის სტიმულირებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, შრომის ბაზარზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას, საჯარო მომსახურების გაუმჯობესება და მოდერნიზაციას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სასტუმრო სექტორში არსებულ დადებით ტენდენციასა და საქართველოში ტურისტების რაოდენობის უპრეცედენტო მაჩვენებელზე. აღნიშნა, რომ მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.
მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მნიშვნელობაზე და განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო იქნება მაგალითი რეგიონში მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.