გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკა შენდება
23-08-2016, 10:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ ტყვიავში, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრს აშენებს.

 

 

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა.

 

 

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1,629,996.89 ლარია.

 

 

მშენებლობა 2015 წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

 

 

გადაუდებელი დახმარების სამედიცინო კლინიკა, ერთდროულად, 15 პაციენტის მიღებას შეძლებს.

 

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამყოფი ხაზის სოფელში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის აშენება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ამჟამად ათობით სოფლის მოსახლეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის ცენტრში უხდება წასვლა, რაც პრობლემებთან არის დაკავშირებული. "პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ეს პრობლემა სრულად მოუგვარდება",-ამბობენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი