კრასნოდარში ავტომობილის აფეთქების შედეგად ცნობილი კომერსანტი მინდია გულუა დაშავდა. 47 წლის გულუა საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
Югополис-ის ცნობით, შემთხვევა ჩეკისტების პროსპექტზე, იუბილეინის მკ/რ-ში მოხდა. უცნობმა მამაკაცმა კრასნოდარელ ბიზნესმენსა და მის დაცვას ავტომატიდან ესროლა, შემდგომ ჩაჯდა ავტომანქანაში, მივიდა დუმენკოს ქუჩაზე, სადაც ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა.
სამართალდამცველები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
აღსანიშნავია, რომ 2006 წელს კრასნოდარში, ძერჟინსკის ქუჩაზე აფეთქდა ჯიპის ტიპის ავტომანქანა, რომელშიც მინდია გულუა იმყოფებოდა. მაშინ მან მრავლობითი ჭრილობები მიიღო, თუმცა, სიკვდილს გადაურჩა.
გულუა კრასნოდარში ოთხი მსხვილი კომპანიის მფლობელია. იგი საქართველოში წინა წლებში პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწეოდა. გულუა არის პოლიტიკური გაერთიანება "განახლებული საქართველოსთვის" დამფუძნებელი.
მას საქართველოში მედიის მიმართულებითაც ჰქონდა ინტერესები. გულუა 2012-2014 წლებში რამდენიმე ქართულ სააგენტოსაც აფინანსებდა, მათ შორის, ახალი ამბების სააგენტო "ივერონს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.