თბილისში, ყაზბეგისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი სკვერი მოეწყობა
23-08-2016, 10:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგისა და გივი კარტოზიას ქუჩების კვეთაზე საბურთალოს რაიონის გამგეობამ ახალი სკვერის კეთება დაიწყო. საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოპირკეთდება საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით, დაიგება ბალახის ბელტები, დაიგება ორმხრივი საპარკე სკამები და დამონტაჟდება ორიგინალური სანათები.

 

 

დაწყებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერა. მისი განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია კეთილმოწყობასთან ერთად, აუცილებლად გამწვანდება.

 

 

„აქ არაფერი იყო, არც ბალახი, არც თუნდაც ერთი სკამი ჩამოსაჯდომად, მხოლოდ დამტვრეული ფილები და რამდენიმე კიბის საფეხური. სამუშაოები დავიწყეთ და სულ მალე აქ იქნება პატარა, მაგრამ ლამაზი მწვანე კუნძული ყაზბეგის გამზირზე. პროექტის მიხედვით, აქ 60 ძირი ტუიასა და 25 ღვიის ნერგი დაირგვება, დამონტაჟდება 15 ერთეული განათების ბოძი და ასევე, დადგება სრულიად ახალი ავტობუსის გაჩერების ჯიხური“, - აცხადებს გამგებელი.

 

 

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფენიქსი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 32 103 ლარია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი