სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი შოკოლადის მწარმოებელი ბელგიური კომპანიის ,,გილიანის“ (Guylian) წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში თხილის წარმოების კუთხით დაინტერესება გამოთქვეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული საინვესტიციო გარემო და ყველა ის სახელმწიფო პროგრამა გააცნო, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის, კონკრეტულად კი, თხილის წარმოების მიმართულებით ახორციელებს.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების მნიშვნელობასა და ქართული პროდუქციისთვის ევროპული ბაზრის პრიორიტეტულობის შესახებ.
იური ნოზაძემ აღნიშნა, ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისა და დაცვის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის არსებობა ხელს შეუწყობს საექსპორტო ბაზრებზე ქართული თხილის მიმართ ნდობის ამაღლებას.
როგორც კომპანია Guylian-ის წარმომადგენელმა, პოლ ბევერსმა აღნიშნა, შოკოლადის წარმოებაში კომპანია ქართულ თხილს უკვე იყენებს და არის დაინტერესება თხილის წარმოების კუთხით კომპანიამ საქართველოში ინვესტიცია განახორციელოს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, კომპანიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მიზანს თხილის წარმოების კუთხით საქართველოში არსებული გარემოს შესწავლა წარმოადგენს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა კომპანია Guylian-ის წარმომადგენლებს სახელმწიფო პროგრამის - თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით - ფარგლებში შექმნილი საქართველოში ყველაზე დიდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ,,დარჩელი თხილი“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მისი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მათ შორის თხილის წარმოების სრული ჯაჭვის განვითარება და ხელშეწყობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.