ნინო გვენეტაძის განცხადებით, Facebook-ზე ივანიშვილს მადლობა მისმა 11 წლის გოგონამ გადაუხადა
18-02-2015, 02:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო გვენეტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბიძინა ივანიშვილისთვის ფეისბუქის მეშვეობით მადლობის გადახდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ სოციალურ ქსელში კომენტარი მისმა 11 წლის გოგონამ გააკეთა.

 

 

“მე ბიძინა ივანიშვილისთვის არასდროს გადამიხდია მადლობა. რაც შეეხება იმ კონკრეტულ სტატუსს, განვმარტავ, რომ გაუგებრობა აღარ არსებობდეს – ეს იყო ჩემი 11 წლის გოგონას დამოკიდებულება და არ იყო ჩემი”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

 

 

გვენეტაძემ ყოფილ პრემიერ- მინისტრთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ის მართლმსაჯულების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრია და ივანიშვილთან შეხვედრაც ამ ფორმატში შედგა. “მე ვარ იურისტი და გარკვეული პროფესიული გამოცდილების მქონე. 2012 წლის არჩევნების პერიოდში მე აქტიურად, ჩემი პროფესიული და არა პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ვმონაწილეობდი იმ სამართლებრივ ჯგუფში, რომელიც სასამართლო, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირების მიმართულებით მუშაობდა. რასაკვირველია, ამ ჯგუფს, რომელსაც მინდია უგრეხელიძე ხელმძღვანელობდა, ჰქონდა საკუთარი ხედვები და კონცეფციები მართლმსაჯულების სისტემის სამომავლო მოწყობასთან დაკავშირებით. ასეთი შეხვედრა ნამდვილად შედგა და ჩვენი ჯგუფის სახელით მეც სხვა მომხსენებლებთან ერთად გავაკეთე მოხსენება მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე, მაგრამ ეს არ ყოფილა ინდივიდუალური შეხვედრა. ეს იყო ჯგუფის შეხვედრა. იქ უამრავი მომხსენებელი იყო და ერთ-ერთი ვიყავი მეც. შეგიძლიათ, ამოიღოთ ჩანაწერები და ნახავთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე არათუ ჩემს კანდიდატურაზე, ზოგადად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზეც კი არ უსაუბრიათ”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი