საქართველოს საგარეო უწყება: იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის, ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან
24-08-2016, 02:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ამ დროის მონაცემებით საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

 


აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს და იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს.

 


„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქ.პერუჯას მახლობლად მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო (ეპიცენტრით ქალაქები: ასკოლი, ამატრიჩე, აკუმოლი, რიეტი), რასაც ამ დროის მონაცემებით, ემსხვერპლა 10-მდე, ხოლო დაშავდა 100-მდე ადამიანი.

 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, იტალიის მთავრობას და მოსახლეობას.

 


ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

 


იტალიაში საქართველოს საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას.

 


იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +39 333 887 91 23.

 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 - სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 - 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი