ე.წ. სამხრეთ ოსეთთან რუსეთის მიერ ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი აფასებს. მისი თქმით, ეს ხელშეკრულება, ისევე როგორც რუსეთის მიერ გაფორმებული სხვა ხელშეკრულებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არის არალეგიტიმური და მას არ აღიარებს არავინ, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც ტრადიციულად აღიარებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას.
"ჩვენ ამ ხელშეკრულებას ვუპირისპირებთ აქტიურ დიპლომატიურ მოქმედებებს საერთაშორისო ფორმატებში. ჩვენი ტრადიციული იარაღი არის საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და მობილიზება ამ თემაზე. ეს რეგულარულად არის ჩვენს დღის წესრიგში, შესაბამისად, არაღიარების პოლიტიკა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, თანამშრომლობის საშუალებების შექმნა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარება არის ჩვენი საშუალება", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, რუსეთმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მეორე ხელშეკრულება მომზადების პროცესშია, საქართველოს მთავრობა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და საქართველოს რეაქცია ამ ყველაფერზე იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური კონსოლიდაცია.
"ეს არის რუსეთის მხრიდან საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმების კიდევ ერთი დარღვევა, კიდევ ერთი დარღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობამ ადეკვატური რეაქცია უნდა დაუპირისპიროს", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.