მინდა, მადლობა გადავუხადო სუს-ს, ვახტანგ გომელაურს და მთელ მის გუნდს, რომელთაც ძალიან სერიოზული საფრთხე აღკვეთეს, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაური საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ასეთი გამოწვევების პირობებში ასეთი სერიოზული მუშაობა აუცილებელი იქნება მომავალშიც“.
„მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორისტული აქტის აღკვეთის საკითხს. მინდა ვისარგებლო ამ ტრიბუნით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ვახტანგ გომელაურს და მთელ მის გუნდს, რომელმაც ძალიან სერიოზული სამუშაო გასწიეს და ძალიან სერიოზული საფრთხე აღკვეთეს. ვფიქრობთ, რომ ასეთი გამოწვევების პირობებში ასეთი სერიოზული მუშაობა აუცილებელი იქნება მომავალშიც, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ რეგიონში უამრავი გამოწვევაა. ასე რომ, მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობის მშვიდი ძილი“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.