გორში, ცენტრალურ პარკში მოწყობილ ზოოპარკში დათვმა 60 წლის მამაკაცი დაასახიჩრა. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ტელეკომპანია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მამაკაცმა დამცავი ბარიერი გადალახა და დათვს დაუშვებლად მიუახლოვდა. მას დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს მიყენებული.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.