ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თურქეთს 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ პირველად დღეს ეწვევა. CNN-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯებ თაიფ ერდოღანთან თურქეთისა და აშშ-ის სამომავლო ურთიერთობებზე გამართავს მოლაპარაკებებს.
ანკარამ ვაშინგტონს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენის თურქეთისთვის გადაცემის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გიულენის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ჩართულობის დამამტკიცებელი სათანადო სამხილები თურქულ მხარეს არ წარმოუდგენია.
თურქული მხარე კი აცხადებს, რომ ოფიციალური ანკარა ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, ვაშინგტონთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთმა ფეთჰულაჰ გიულენის დაპატიმრების ორდერი გასცა. მას ბრალად ედება ბრძანების გაცემა, რომლის მიხედვითაც 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალება უნდა განხორციელებულიყო.
„როიტერსის“ ცნობით კი ჯო ბაიდენი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი იქნება აშშ-დან, რომელიც თურქეთში ჩავა. ის დამაჯერებლობას შესძენს ნატო-ს წევრ ქვეყანასთან ურთიერთობებს.
თურქეთის სპეციალური ძალების ქვედანაყოფებმა, რომელიც მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის სამხედრო თვითმფრინავებით, დღეს, ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია წამოიწყეს, რათა მიწისაგან პირისა აღგავონ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები თურქეთის საზღვრის გასწვრივ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.