ჩრდილო-ატლანიკურ საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს 7-8 სექტემბერს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც ეწვევა, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
„ამ ვიზიტის დროს შეფასდება საქართველოში განხორციელებული რეფორმები, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების სფეროში, ასევე დემოკრატიის მიმართულებით და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რომელიც შეადგენს ჩვენი სამოქმედო გეგმის შემადგენელ კომპონენტებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე განვიხილავთ იმპელემენტაციას იმ გადაწყვეტილებების, რომელიც ვარშავის სამიტზე მიიღეს. ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევადობა, ასევე საქართველოს პროგრესი დემოკრატიული რეფორმების კუთხით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ასევე განისაზღვრა ნაბიჯები პრაქტიკული თანამშრომლობის, რათა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო ამაღლდეს და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს“,- განაცხადა ჯანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.