„ძალიან სამწუხაროა ის განცხადება, რაც გუშინ მოვისმინე მოქმედი მინისტრისგან. მან თქვა, რომ მასობრივ დანაშაულთან გვქონდა საქმე. ეს არის წარმოუდგენელი განცხადება თავდაცვის მინისტრის მხრიდან, როცა საქმე სამხედროებს შეეხება, - აღნიშნული განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, თინა ხიდაშელმა გააკეთა.
ხიდაშელის შეფასებით, გონიოში მომხდართან დაკავშირებით, თავდაცვის მოქმედი მინისტრი ვალდებულია, "გამოვიდეს და გვითხრას, რა დანაშაული იყო ჩადენილი, ვის მიერ და ვინ არის დასჯილი, ან არ იცის არაფერი ამაზე და შესაბამისად, ასეთი განცხადებები არ უნდა აკეთოს".
„როდესაც ადამიანი ამდენი ხანი სისტემაში მუშაობდა, არ არის რთული მიხვდე, რეალურად, რა ვითარება იყო და რეალურად, რა შეიძლება რომ გაკეთებულიყო. რამდენიმე კვირის წინ ვთქვი და ჩემი განცხადების ერთგული ვრჩები, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით შევეცდები მაქსიმალურად, თუ რაიმე კატასტროფა არ მოხდა, არანაირი კომენტარი არ გავაკეთო. ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი ჩემთვის არის შეიარაღებული ძალების რეპუტაცია და მათი სახელი. თქვენ ჟურნალისტები ხართ და წესით არ უნდა გაგიჭირდეთ, ცოტა უფრო მეტად მოინდომოთ იმის გარკვევა, იყო თუ არა რაიმე დამატებითი, რისი გაკეთებაც შეეძლო თავდაცვის სამინისტროს და არ გააკეთა სხვა უწყებებთან თანამშრომლობით. ძალიან სამწუხაროა ის განცხადება, რაც გუშინ მოვისმინე მოქმედი მინისტრისგან. მან თქვა, რომ მასობრივ დანაშაულთან გვქონდა საქმე. ეს არის წარმოუდგენელი განცხადება თავდაცვის მინისტრის მხრიდან, როცა საქმე სამხედროებს შეეხება. სწორედ ასეთი ტიპის განცხადებები ვნებს, პირველ რიგში, ჯარს, მის რეპუტაციას და სახელს. ან უნდა იყოს გამოვლენილი სისხლის სამართლის დანაშაული და მაშინ უნდა გამოვიდეს თავდაცვის მინისტრი და გვითხრას, რა დანაშაული იყო ჩადენილი, ვის მიერ და ვინ არის დასჯილი, ან არ იცის არაფერი ამაზე და შესაბამისად, ასეთი განცხადებები არ უნდა აკეთოს. არ შეიძლება, ეს ანა-ბანაა. ადამიანი, რომელიც თავდაცვის უწყების სათავეში დგას, საკუთარ სამხედროებზე ამბობდეს, რომ მასობრივი დანაშაული ჩაიდინეს ისე, რომ ამის არავითარი მტკიცებულება და დოკუმენტაცია არ წარმოადგინოს, არ შეიძლება. აქ ძალიან კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება შეიარაღებული ძალების მიმართ. ამიტომ მე ძალიან ვწუხვარ იმ განცხადების გამო, რომელიც გუშინ თავდაცვის მინისტრმა გააკეთა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.