თინა ხიდაშელი სოსო ჯაჭვლიანზე: ერთადერთი შემიძლია ვთქვა, EBRD-ს არ გააკარონ
24-08-2016, 04:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერის განცხადებაში იყო ძალიან საინტერესო წინადადება, რომ სოსო ჯაჭვლიანი საერთაშორისო ურთიერთობებში დაგვეხმარებაო, ერთადერთი შემიძლია ვთქვა, ”იბიარდთან” არ გააკარონ, - ასე გამოეხმაურა ”უსუფაშვილი - რესპუბლიკელების” ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი თინა ხიდაშელი მთავრობის სხდომაზე გავრცელებულ ინფორმაციას, ”მთის კურორტების განვითარების კომპანიაში” სახელმწიფო შპს-ს შექმნის შესახებ, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.

 

 

"უკვე ძალიან სასაცილოა და ძალიან კომიკურია ჩვენს ქვეყანას რომ არ ეხებოდეს, ძალიან კომიკურ ფორმებს იღებს ბევრი რამ, რაც ამ ბოლო კვირების განმავლობაში ხდება”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 


მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.

 

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეკონომიკის მინისტრთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმა განიხილა. ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს-ის შექმნაც.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი