ე.წ. სამხრეთ ოსეთთან რუსეთის მიერ საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა მოხდეს რუსეთის მხრიდან საზღვრების კორექცია, ხოლო იმისათვის რომ რუსეთმა უკან დაიხიოს საქართველოს პოზიცია უნდა იყოს თანამიმდევრული და მტკიცე,- ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დავით ბაქრაძის თქმით, იმისათვის რომ რუსეთმა უკან დაიხიოს საქართველოს პოზიცია უნდა იყოს თანამიმდევრული, მტკიცე.
"ჩვენი რეაგირება არის დიპლომატიური არხებისა და დიპლომატიური საშუალებების მობილიზება. ცხადია, აქ არის რეგიონული კონტექსტი, აქ საუბარია საქართველოზე, საუბარი უკრაინაზე და ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს, რათა რეაგირება იყოს მტკიცე", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მოსკოვში, დღეს რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება. ამ მიზნით რუსეთში ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დავიდ სანაკოევი უკვე ჩავიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.