თინა ხიდაშელი რამდენიმე სამინისტროს გაუქმების და ზოგიერთი მათგანის შერწყმის წინადადებით გამოდის
24-08-2016, 04:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”უსუფაშვილი - რესპუბლიკელების” ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი თინა ხიდაშელი აზრით, საქართველოში რამდენიმე სამინისტროს გაუქმება და ზოგიერთი მათგანის შერწმა უნდა მოხდეს.

 

 

მისი თქმით, "გაზრდილი ბიუროკრატია თავისთავად ნიშნავს ძალიან დიდ ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომელიც იპარავს ფულს იქედან, რაც რეალურად ქვეყანას ყველაზე უფრო მეტად სჭირდება, ამიტომ მცირე მთავრობა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით ბოლო 20 წლის, მათ შორის, ბოლო 4 წლის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი პროორიტეტი".

 


როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა დაგროვდა, რომელიც განუხილველი დარჩა. ამ კონტექსტში მან პრემიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაასახელა, რომელიც მისი თქმით, ”ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო".

 


"მე არ მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება უკეთესად მართავს ქვეყანას, ვიდრე 7 სამინისტრო შვეიცარიას. ჩემი აზრით, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროები ცალკე უწყებები არ უნდა იყოს, როდესაც ორი სამინისტრო ბუნებრივად შექმნილია იმისთვის, რომ ერთმანეთთან მუდმივ კონფლიქტსა და ჩხუბში იყვნენ. სახელმწიფოს ამოცანა ეს არ არის. ენერგეტიკა ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა და თუ ქვეყანაში ეკონომიკის სამინისტრო გაქვს, მაშინ ეკონომიკის განვითარებაზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტო უნდა იყოს. ეს სია გრძელია. მარტო სამინისტოებში არ არის პრობლემა. ჩვენ ხომ თითქმის ყველა სამინისტრო დუბლირებული გვაქვს მერე პრემიერის კანცელარიაში. გვაქვს სამინისტროები და ასევე გვაქვს საბჭოები, რომელსაც ზუსტად იგივე ფუნქციები აქვს, რაც სამინისტროებს. ასევე სამინისტროებში გავქვს დეპარტამენტები, თუ უწყებები, რომელსაც ჰქვია მაგალითად, შიდა აუდიტის სამსახური, გენერალური ინსპექცია (სხვადასხვა უწყებაში სხვადასახვა სახელი გვაქვს), ფინანსური ადმინისტრირების თუ მონიტორინგის სამსახური და ა.შ. გვაქვს სუს-ი, რომელსაც ამ ფუნქციებისთვის ყველა სამინისტროში დანიშნული ჰყავს თავისი „ოდეერები“. მე სულ ვამბობდი, რომ მაშინ „ოდეერებმა“ შეითავსონ ეს ფუნქცია, გავაუქმოთ ეს დეპარტამენტები, ფულიც დაიზოგება და სახელმწიფო უფრო სწრაფად განვითარდება. ასე, რომ სახელმწიფო უწყებებში ბევრი სეგმენტია, რომელიც უბრალოდ არ უნდა არსებობდეს”, - განაცხადა ხიდაშელმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი