სოზარ სუბარი: ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება არის მნიშვნელოვანი, რათა დასრულდეს სპეკულაციები
24-08-2016, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის აზრით, ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია, რათა დასრულდეს ანტიდასავლური სპეკულაციები და ქვეყანაში იყოს სიმშვიდე.

 

 

„პირველ რიგში, კონტრასიგნაციასთან დაკავშირებით პრემიერმა განმარტა, რა საკითხში არ ვეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტს, რომ რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია 20 წელიწადზე მეტია და ამ ხნის განმავლობაში რეფერენდუმები ჩატარებულა. მათ შორის, ის, რომ საქართველოს პარლამენტში დღეს არის არა 235, არამედ 150 დეპუტატი, სწორედ რეფერენდუმით მიღებული დადგენილებაა. სხვა მხრივ, უბრალოდ შეუძლებელი იყო, ჩვენ არ დავთანხმებულიყავით, რადგან პროცედურების გავლა ვერ ესწრება. ამიტომ მომდევნო პარლამენტი მიუბრუნდება ამ საკითხს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის.

 


პოლიტიკური საკითხია ყველაფერი, მაგალითად ის, რომ საქართველოში სიკვდილით დასჯა არის აკრძალული, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ისე არ მიიღოთ, თითქოს ერთსა და იმავე დონეზე ვაყენებ ამ საკითხებს. ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ხალხი თვითონ განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს კონსტიტუციის საკითხი და რა - არა. მაგალითად, ის, რაც შეერთებულ შტატებში არის კონსტიტუციის ერთ-ერთი შესწორება, რომ ამერიკის მოქალაქეს აქვს იარაღის ტარების უფლება, არ არის გათვალისწინებული არც ერთი სხვა ქვეყნის კონსტიტუციით, მაგრამ ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ მათთვის ეს მნიშვნელოვანია. ქორწინების საკითხი ზუსტად იმ ფორმულირებით, როგორითაც ჩვენ ვაპირებთ მის კონსტიტუციაში მიღებას, ბოლო წლების განმავლობაში არის მიღებული ევროპის არაერთი სახელმწიფოს მიერ, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ. მათ ჩათვალეს, რომ ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი და ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეგულაციებს, დემოკრატიის პრინციპებს. საქართველოშიც, ვფიქრობთ, რომ ამის განსაზღვრა არის მნიშვნელოვანი, რათა დასრულდეს სპეკულაციები და არ იყოს მუდმივი საუბრები იმ თემაზე, რომ შეიძლება, რაღაც საფრთხე დაემუქროს იმ ჩანაწერს, რომელიც ისედაც არსებობს სამოქალაქო კოდექსში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი