იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა - 150 ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ
24-08-2016, 05:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა, მაშველები 150 ადამიანს ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ. აღნიშნულის შესახებ BBC იტალიის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

 


სტიქიით დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

 


იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ოთხშაბათს დილით, ადგილობრივი დროით 03:36 (თბილისის დროით 05:36) ძლიერი, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

 

 

BBC-ის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ პერუჯადან 76 კილომეტრში იყო.

 

 

გაზეთ La Repubblica-ს ცნობით, რომში შენობების ნაწილი 20 წამის განმავლობაში ირყეოდა.

 

 

2009 წელს აქუილას რეგიონში მომხდარ 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, რომელიც ასევე იგრძნობოდა იტალიის დედაქალაქ რომში, 300 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი