მთავრობა ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობას და ჯვარი-თეთნულდის გზის რეაბილიტაციას გეგმავს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მესტიაში, კურორტ თეთნულდის განვითარების ახალი ფაზის დაწყების გარკვეული ეტაპია.
„უნდა გამოვაცხადოთ, რომ ძალიან საინტერესო ახალი ფაზა იწყება კურორტ თეთნულდის განვითარების. სახელმწიფო აპირებს, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, აქტიური მონაწილეობა მიიღოს კურორტ თეთნულდზე აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაში. ეს იქნება რამდენიმე სასტუმრო, გასართობი ცენტრი, სპორტსკოლა, ალბათ, სავაჭრო ცენტრიც და, რა თქმა უნდა, ამბულატორია. ეს არის მინიმალური ჩამონათვალი, რაც აუცილებელია, რომ კურორტმა იფუნქციონიროს. ჩვენ ასევე გეგმაში გვაქვს ქუთაისი-თეთნულდის შემაერთებელი გზის მშენებლობა გვირაბების მეშვეობით, რათა ზამთარში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საათნახევარი-ორი საათის ინტერვალით ტურისტებმა შეძლონ კურორტ თეთნულდზე ასვლა. აუცილებლად უნდა გარემონტდეს ჯვარი-თეთნულდის გზაც იმისათვის, რომ სამეგრელოს მხრიდან იყოს ასევე ადვილი კურორტზე ასვლა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღეავანდელ სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.