თურქული ტანკები სირიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ – საარტილერიო და სარაკეტო დარტყმების შედეგად კი განადგურებულია IS–ის 70, ხოლო საჰაერო დარტყმებით 12 სამიზნე
24-08-2016, 05:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ათეულობით თურქულმა ტანკმა თურქეთ–სირიის საზღვარი გადაკვეთა და სირიის ტერიტორიაზე შევიდა მას შემდეგ, რაც ანკარამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამიზნეებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, ზოგიერთი სამიზნე კი სამხედრო თვითმფრინავებით დაბომბა.

 


ბოლო მონაცემებით, ჯერაბლუსში საარტილერიო და სარაკეტო დარტყმების შედეგად განადგურებულია "ისლამური სახელმწიფოს" 70, ხოლო საჰაერო დარტყმებით 12 სამიზნე.

 


თურქეთის სპეციალური ძალების ქვედანაყოფებმა, რომელიც მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის სამხედრო თვითმფრინავებით, დღეს, ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია წამოიწყეს, რათა მიწისაგან პირისა აღგავონ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები თურქეთის საზღვრის გასწვრივ.

 


თურქეთის არმიამ სირიის საზღვრის შიგნით ქალაქ ჯარაბლუს მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გამთენიისას გახსნა და თურქეთის და აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა ოპერაციის ფარგლებში „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეები დაბომბეს.

 


თურქეთი და აშშ იმედოვნებს, რომ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებიდან „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებით აღკვეთენ კონტრაბანდისტულ მარშრუტს, რომელიც უკანონო ვაჭრობისთვის იყო გამოყენებული.

 


თურქეთის სამხედრო ძალების წყაროები აცხადებენ, რომ სახმელეთო ოპერაციები ჯერ კიდევ არ დაწყებულა, მაგრამ თურქეთის სპეციალური ძალების ჯგუფები უკვე სირიაში არიან შესული, მაშინ, როცა თურქულმა და აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის სამხედრო თვითმფრინავებმა „ისლამური სახელმწიფოს“ 4 სამიზნეს უკვე დაარტყეს, ხოლო თურქეთის არტილერიამ ცეცხლი 60-ზე მეტს სამიზნეს გაუხსნა.

 


სირია-თურქეთის საზღვარზე თურქულ მხარეს განლაგებული ჰყავს ტანკები, რათა საზღვარი დაიცვას.

 


თურქეთში დღეს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ელოდებიან, რომელიც 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი იქნება აშშ-დან. ის დამაჯერებლობას შესძენს ნატო-ს წევრ ქვეყანასთან ურთიერთობებს, იბრძოლოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამიზნეები დაბომბა. არტილერიამ, რომელიც თურქეთის შიგნით არის განლაგებული, ცეცხლი გაუხსნა „ისლამურ სახელმწიფოს“ და ასევე ქურთული მილიციის სამიზნეებს ქალაქებში - ჯარაბლუსა და მანბიჯში.

 


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ სირია „სრულად უნდა გაიწმინდოს“ „ისლამური სახელმწიფოსაგან“. აღნიშნული იერიში „ისლამურ სახელმწიფოზე“, გაზიანტეპში, შაბათს, 20 აგვისტოს, ქურთების ქორწილში თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქებას მოჰყვა, რა დროსაც 54 ადამიანი, უმეტესად ბავშვები დაიღუპნენ.

 


იერიშის წამოწყებამდე თურქეთის პრემიერ მინისტრი პრეზიდენტის განცხადებას დაუბრუნდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თვითმკვლელი, რომელმაც ქურთების ქორწილში თავი აიფეთქა, ბავშვი იყო.

 


პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაზანტიპში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელმაც 54 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, განაცხადა, რომ თვითმკვლელი 12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვი იყო. გავრცელებული ცნობით, 29 გარდაცვლილი 18 წელს ქვემოთ ასაკისაა, ერთ-ერთი ოფიციოზის თქმით, 22 მათგანი 14 წელზე ნაკლები ასაკის იყო.

 


პრემიერ მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა კი თქვა, რომ გაურკვეველია, იყო თუ არა თვითმკვლელი ბავშვი.

 


ილდირიმმა აღნიშნა, რომ ადრე თქმული, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო, როგორც ბავშვი, იყო „ვარაუდი“, რაც თვითმხილველების ნათქვამს ეყრდნობოდა. ერდოღანმა თავდასხმის განხორციელებაში ბრალი "ისლამურ სახელმწიფოს" დასდო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი