თბილისის მერი დავით ნარმანია რიგგარეშე ანგარიშით საკრებულოს წინაშე პარასკევს, 26 აგვისტოს წარსდგება. აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა მერიაში გამართულ შეხვედრაზე თავად განაცხადა.
ნარმანია დაინტერესებულ მხარეებთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან, საკრებულოს წევრებთან გამწვანების რეგულაციების გამკაცრების საკითხებზე შეხვედრას მართავს.
შეხვედრის დასაწყისში დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ დღეს წერილით მიმართა თბილისის საკრებულოს, რომ 26 აგვისტოს წარსდგება საკრებულოს დეპუტატების წინაშე.
მერის თქმით, გამწვანების საკითხებთან დაკავშირებით, ჯერ შეხვედრის მონაწილეებისაგან მოისმენს შენიშვნებსა და წინადადებებს და დღეს განხილულ საკითხებზე იგი საკრებულოს სხდომაზე ისაუბრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.