20-21-22 აგვისტოს, სასტუმრო „წყალტუბო სპა-რეზონში“ ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN-ის მიერ ორგანიზებული იყო ტრენინგი ხონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების მრჩეველთა საბჭოებისათვის. სამუშაო საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა განახორციელა.
როგორც Guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ტრენინგის მიზანი იყო მრჩეველთა საბჭოს წევრებისათვის სტრატეგიული დაგეგმარების უნარების გაღრმავება; ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებებისა და ამოცანების, სოციალური პოლიტიკის განვითარების კუთხით არსებული გამოცდილების, გამოწვევების განსაზღვრა ადგილობრივი სოციალური ჩართულობის სტრატეგიის დოკუმენტის შესაქმნელად.
ინფორმაციისთვის: PIN პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის, სოციალური ჩართულობის საკითხზე ორწლიანი სტრატეგიის შემუშავება და ოთხ მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად PIN-ის სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.