ნინო ბურჯანაძე: თავისი დასავლელი პატრონების შიშით "ქართული ოცნება" ვერ გაბედავს ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას
24-08-2016, 07:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ რომ სდომოდა ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მიიღებდა, რადგან ამის საფუძველი ჰქონდა.

 

 

მისივე შეფასებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას "ქართული ოცნება" თავისი დასავლელი პატრონების შიშით ვერ გაბედავს.

 

 

„არგუმენტირებულია თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით, მე პრაქტიკულად იმავე დღესვე გავაკეთე განცხადება. რაც შეეხება იმას, რასაც „ქართული ოცნება“ დღეს იძახის, რომ მაინც მიიღებს ამ კანონპროექტს, მინდა კითხვა დავუსვა პრემიერ მინისტრს და „ქართულ ოცნებას“ - ვინ უშლიდა ხელს ამდენი ხნის განმავლობაში რომ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება?! მათ, რომ რეალურად სდომოდათ გადაწყვეტილების მიღება ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის თაობაზე და მისი კონსტიტუციით განმტკიცება, ამის საფუძველი ჰქონდათ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს შეგნებულად.

 

 

დღეს გულზე მჯიღის ცემა, იმის ძახილი, რომ ამას მაინც გავაკეთებთ, მე მგონი ყველასთვის გასაგებია, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ დაპირება და სხვა არაფერი. მგონია „ქართული ოცნება“ ამას თავისი დასავლელი პატრონების შიშით ვერ გაბედავს. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არავის ეშინია, რომლისთვისაც ეროვნული ფასეულობები, ოჯახი, ტრადიცია, საქართველოს ერთიანობა, ჩვენი რწმენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არც არასდროს მივიხედავთ უკან. ასე რომ, სწორედ ჩვენ უნდა აგვირჩიოს მოსახლეობამ და 8 ოქტომბერს შემოხაზოს ნომერი 3,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი