„რესპუბლიკურმა პარტიამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა, ლევან ბერძენიშვილმა დაასახელა.
ხათუნა სამნიძე 69-ე ოლქი ბათუმი.
ლელა ებრალიძე 61-ე ოლქი ფოთი.
ნინო გოგუაძე 59-ე ოლქი ოზურგეთი.
ნატო ქათამაძე 48-ე ოლქი ქუთაისი.
თინა ხიდაშელი 54-ე ოლქი ზესტაფონი.
ირინა გელაშვილი 43-ე ოლქი ხაშური.
ლია როინიშვილი 38-ე ოლქი დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი.
თამარ ხიდაშელი მეოთხე ოლქი საბურთალო.
თამარ კორძაია პირველი ოლქი, მთაწმინდა.
"ალბათ, იცით, რომ ჩვენი სლოგანია - გავთავისუფლდეთ, მოძველებული აზროვნებისგან, სტერეოტიპებისგან. ერთ-ერთი ითვალისწინებს, რომ ქალის ადგილი არ არის პოლიტიკაში, რაც არასწორია. ჩვენი ლოზუნგია, რომ ბევრი ქალი პოლიტიკაში. ეს ნიშნავს, მეტ სიმტკიცეს, მეტ სოლიდარობას, მეტ მშვიდობას, მრავალფეროვნებას და კონკურენციას მამაკაცებსა და ქალებს შორის. მეტი "რესპუბლიკელი" ქალი პოლიტიკაში. აპოლონის მდგომარეობაში ვარ, 9 მუზა წარმოვადგინე დღეს,"- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა კანდიდატების წარდგენისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.