საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის განცხადებით, მისი წინადადება საკონსტიტუციო ცვლილების მიღებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციის პრეამბულაში უნდა დაფიქსირდეს საქართველოს მოქალაქეთა ნება, ევროატლანტიკურ სისტემაში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, "არ არის ადგილობრივი პოლიტიკური კონიუნქტურა".
უსუფაშვილის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი საქართველოსთვის რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეა. ამ საკითხთან დაკავშირებით "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
"ჩემი წინადადების საფუძველი არის არა ადგილობრივი პოლიტიკური კონიუნქტურა, არამედ ის, რომ საქართველოს კვლავ ემუქრება საფრთხე რუსეთის მხრიდან. და ის ოკუპაცია, რომელიც დღეს საქართველოში არის რეალობა, არის განგრძობადი საფრთხე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს საფრთხე ავიცილოთ თავიდან. ანუ, როდესაც რა კონკრეტული ინიციატივაა საჭირო ამისთვის, ჩვენ, ქართულმა სახელმწიფომ, ქართველმა ხალხმა, უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები.
თუ არის ომი, მაშინ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იარაღით ხელში, მგრამ როდესაც არის პოლიტიკური ბრძოლა, მაშინ ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ პოლიტიკური იარაღით ხელში. სწორედ საერთაშორისო არენაზე, ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, წამყვან ევროპულ თუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ძალიან მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობის განვითარებით, და როდესაც საქმე ეხება უკვე შიდა პოლიტიკურ პროცესებს, არჩევნები კი, ეს არის უკვე შიდა პოლიტიკური პროცესების მწვერვალი, აქ ჩვენ ყველამ, ვისაც გვჯერა რომ ნებისმიერი ნაბიჯი მარცხნივ ან მარჯვნივ, იმ სტრატეგიული კურსისგან, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს ქართველი ხალხის ნებიდან გამომდინარე, ეს არის მარცხის ტოლფასი, უნდა გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები.
ამიტომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა, ჩემი მხრიდან არ ნიშნავს იმას რომ მე აღმოვაჩინე ეს იდეა. ჩვენ, რესპუბლიკელები, საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლას და დემოკრატიული სისტემის ნაწილად ქცევას, მხარს ვუჭერდით 1978 წლიდან;
ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე ვიყავით იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, ვინც მხარს უჭერდა ქვეყნის მაქსიმალურ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში;
ჩვენ ვიყავით იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, ვინც მხარს უჭერდა იმ პირველ გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძემ გაახმოვანა ნატოში გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენის სახით.
დღეს კი, გარკვეული პოლიტიკური ძალები ძალიან ღიად, ძალიან თამამად, ძალიან უპასუხისმგებლოდ მოუწოდებენ ქართველ ხალხს რომ გადადგან თითქოს მარტივი ნაბიჯი:
"აი რუსეთმა ხომ გაიყვანა ოდესღაც ჯარი, ახლა რატომ არ შეიძლება ისევ გაიყვანოს?" - ასეთია მათი ასევე უპასუხისმგებლო არგუმენტი.
მე მინდა ქართველ ხალხს შევახსენო, როდის და როგორ გაიყვანა რუსეთმა ჯარი საქართველოდან!
არც საქართველოსი შეშინებია მაშინ რუსეთს, არც "უბლოკო" სტატუსის საქართველოსი, ჯარების გაყვანა სწორედ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნის გამო მოხდა.
სწორედ "ბლოკური" სტატუსის გამო.
იმ ბლოკს, მაშინაც და ახლაც ეუთო ერქვა და იმ ეუთოში, მაშინ და ახლა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ და არიან გადაწყვეტილების მიმღები და სწორედ მათ მოამწიფეს პროცესი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უსუფაშვილის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობასაც" ჰქონდა ანალოგიური საკონსტიტუციო ინიციატივა და "რესპუბლიკელები" მაშინაც მხარს უჭირდნენ ამ იდეას. მისი თქმით, სიცრუეა ამ პარტიის წარმომადგენლების განცხადება, თითქოს "რესპუბლიკელები" მათ მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ინიციატივის წინააღმდეგნი იყვნენ.
"რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყველა ინიციატივა, დასავლეთთან ინტეგრაციის, მათი ექსკლუზიური იდეაა.
რომლებიც აცხადებენ, რომ 2013 წელს ჰქონდათ ანალოგიური საკონსტიტუციო ინიციატივა და რესპუბლიკელებმა ამას მხარი არ დაუჭირეს, ისინი უბრალოდ ტყუიან!
ამით უკვე დაინტერესდნენ სათანადო არასამთავრობო ორგანიზაციები და კვლევების შედეგებსაც მალე წარმოადგენენ. სულ რომ არაფერი ითქვას, სტატიები არსებობს იმდროინდელი, ამ თემების ირგვლივ...
"ნაციონალების" ინიციატივა არსებობდა და მეც და რესპუბლიკელებიც მხარს ვუჭერდით ამ ინიციატივის პრეამბულაში ჩაწერას, ანუ დღეს რასაც მე ვამბობ, ამას მხარს ვუჭედი 2013 წლის თებერვალშიც.
ნაციონალებს უნდოდათ ნორმად ქცევა ამ პუნქტის, თუმცა ეს იყო მოლაპარაკების პროცესში უამრავ სხვა საკითხთან ერთად. გია ბარამიძემ კი, თვითონ გაიწვია უკან ეს კანონპროექტი, იმიტომ რომ პარლამენტმა მიიღო ერთობლივი დეკლარაცია ამ საკითხზე, ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერი სხვა მიმართულებით წაყვანა ამ საკითხის და ძალიან მარტივ კითხვაზე პასუხის არ გაცემა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, პრეამბულაში, სადაც წერია ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპები, თუ საით გვინდა ქართული სახელმწიფოს წაყვანა, რომ ის უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, რომ ის უნდა იყოს სოციალური სახელმწიფო, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სახელმწიფო, ჩავწეროთ თუ არ ჩავწეროთ ასეთი ფრაზა:
" ჩვენ გვინდა რომ საქართველომ დაიმკვიდროს სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების თანამშრომლობის და უსაფრთხოების, ევროატლანტიკურ სისტემაში"
მოდი ამაზე გავცეთ პასუხი და არა იმაზე ვიდაოთ, უსუფაშვილი რომ გამოდიოდა იქ მწვანე პიჯაკი ეცვა თუ ლურჯი...
აი ეს არის პრინციპული მნიშვნელობის საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფოს, უახლოეს პერიოდში, პოლიტიკური თვალსაწიერის მანძილზე , ნამდვილად არ აქვს გადარჩენის ალტერნატივა, თუ ჩვენ არ გავხდით ევროპის წევრი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.