თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქსა და მის შემოგარენში ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 560 000 ხეა დარგული.
მისივე თქმით, გამწვანების პოლიტიკა დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. „ესაა პლატფორმა, რომელიც ჩვენმა გუნდმა აირჩია წინასაარჩევნოდ და შესაბამისად, მიუყვება ამის განხორციელებას. ეს არის ქალაქის ეკოლოგიაზე ზრუნვა, გამწვანებასთან დაკავშირებული საკითხები და ბუნებრივია, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ქალაქის გამწვანებაზე. დაახლოებით 560 000 ხეა ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალაქსა და მის შემოგარენში დარგული, რაც მნიშვნელოვანია და ეს გამწვანების პოლიტიკა გაგრძელდება.
ქალაქის ისტორიაში პირველად გვაქვს სტრატეგიული დოკუმენტი, თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020 წლებისათვის, რომლის შემუშავებაშიც ბევრი თქვენგანი ჩართული იყო და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წვლილისთვის, რაც ამ დოკუმენტის მომზადებაში გაქვთ ჩადებული. ჩემი დაპირება იყო, რომ გარემოს დაცვის სტრატეგიას მისი სამოქმედო გეგმაც მოჰყვებოდა. სამოქმედო გეგმის შემუშავება დაწყებულია და მომდევნო წლის პირველი იანვრიდან ეს გეგმა უნდა გვქონდეს. ეს იქნება დროში და სივრცეში გაწერილი დოკუმენტი. გთავაზობთ, რომ სამუშაო ფორმატში ერთად დავსხდეთ და ვიმუშაოთ ამ დოკუმენტზე შემოდგომის განმავლობაში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.