წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციის მიზნით, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
24-08-2016, 09:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დანგრეული წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადებულია. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 


"ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ, როგორც უცხოურ ასევე ქართულ კომპანიას. სამუშაოების განხორციელების პერიოდი 14 თვეა. სავარაუდო ღირებულებაა 3,746,942 EURO. ტენდერის გახსნის თარიღია 2016 წლის 3 ოქტომბერი. დეტალური ინფორმაცია ტენდერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდებზე", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის საგზაო მონაკვეთები 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანდა. სტიქიის მიზეზების შესწავლისა და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ჩატარდა წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანებული ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით. კვლევის შედეგად მომზადდა კონცეპტუალური რეკომენდაციები იმის შესახებ თუ რა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს წყნეთი-ბეთანიის მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე გზისა და მიმდებარე ფერდების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

 


სამინისტროს ცნობით, რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის 28 ივნისს გამოაცხადა ტენდერი, გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე. თუმცა, სატენდერო წინადადებები არ იქნა მიღებული, რადგან ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, შემოთავაზებული სატენდერო წინადადებების ფასები მნიშვნელოვნად აღემატებოდა ეროვნული საკონკურსო ტენდერის სამუშაოებისთვის განსაზღვრულ თანხებს. შესაბამისად საჭირო გახდა გამოცხადებულიყო ახალი საერთაშორისო ტენდერი. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი