იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
24-08-2016, 10:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სულ მცირე 247 ადამიანია დაღუპული იტალიის ცენტრალურ ნაწილში, მთიან რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC იტალიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 03:36 (თბილისის დროით 05:36) იტალიის დედაქალაქ რომიდან დაახლოებით 100 კმ-ში მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი პერუჯადან არც ისე შორს იყო. უმეტესი ნაწილი აკუმოლში, ეპიცენტრის სიახლოვეს და ქალაქ ამატრისიდან მოკლე მანძილზე მდებარე დასახლებაში დაიღუპა.

 

 

თავად ამატრისში კი სახლების 1/3 დანგრეულია. ბევრი ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ არის მოქცეული და სავარაუდოდ, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება, - წერს BBC.

 

 

პრემიერ მინისტრმა, მათეო რენზიმ იმ მოხალისეებისა და სამოქალაქო თავდაცვის ოფიციალური პირებისადმი გამოხატა პატივისცემა, რომლებიც სასწრაფოდ გაექანენ შუაღამისას მიწისძვრის ეპიცენტრში და შიშველი ხელებით ამოჰყავდათ გადარჩენილები ნანგრევებიდან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი