"ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტმა წარმოადგინა კანდიდატი ქალი. ჩემი აზრით, უფრო მეტი ქალი, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში წამყვან პოზიციებზე, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძის წარდგენის საკითხზე კომენტირებისას.
"ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტმა წარმოადგინა კანდიდატი ქალი. ჩემი აზრით, უფრო მეტი ქალი, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში წამყვან პოზიციებზე, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდეთ ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ქალბატონი ნინო გვენეტაძე არის სისხლის სამართლის ძალიან დიდი სპეციალისტი და პროფესიონალი. რაც შეეხება მის დამტკიცებას ამ პოზიციაზე, თქვენ იცით, რომ მთავრობა არ მონაწილეობს პროცესში, ამ თემაზე კომპეტენცია აქვს მხოლოდ საქართველოს პარლამენტს, სადაც როგორც ვიცით, ამჟამად შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს", - განაცხადა თეა წულუკიანმა დღეს თელავში სტუმრობისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.