დავით ნარმანია „მწვანე მუშტის“ წევრს: "მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით შემოვიდა"
24-08-2016, 10:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების თემაზე გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ, ხმაური იყო.

 

 

კერძოდ კი არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე მუშტის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ ნარმანიასგან კიდევ ერთხელ მოითხოვა ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის გამო მერიის ორი სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლება. მან ასევე მერს მოუწოდა, რომ შეხვედრაზე ემსჯელათ კონკრეტულ პრობლემებზე და არა გაეკეთებინათ პოპულისტური განცხადებები. კუპრაძის განცხადებების შემდეგ დავით ნარმანიამ თქვა, რომ "მწვანე მუშტის" წარმომადგენელი ულტიმატუმებით საუბრობდა. „მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით შემოვიდა“,-განაცხადა მერმა.

 

 

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

 

 

დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ შემოდგომაზე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია განხორციელდება. დავით ნარმანიას თქმით, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ფუნქციონირებას სტრუქტურირებული ფორმით გააგრძელებს. მისი ინფორმაციით, ახლო მომავალში იგეგემება გამწვანების რეგულაციების გამკაცრება და ამ მიმართულებით კონკრეტული პროექტი უკვე შემუშავებულია.

 

 

„რამდენიმე თვის წინ ჩვენ მოვამზადეთ სამსახურის რეორგანიზაციის ცვლილებების პაკეტი. ჩვენ გავითვალისწინეთ სამსახურის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებებიც, ამასთან, ჩვენ შიგნიდან დავინახეთ რეორგანიზაციის საჭიროება. სამსახურის რეორგანიზაციის განკარგულების პროექტი, ცვლილებების კონკრეტული მიმართულებები უკვე მზად არის. ტრანსფორმაციის პროცესი შემოდგომაზე დაიწყება.

 

 

უკვე მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის განხილვას საქართველოს პარლამენტი შეკრებისთანავე შეუდგება. ეს ეხება საკომპენსაციო რგვებს და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ჩვენი ამოცანაა, გავამკაცროთ ამ მიმართულებით საკითხები. რამდენიმე გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული. საკითხით რეალურად დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართულობით მიღებული ახალი რეგულაციები სრულყოფილი და უფრო მისაღები იქნება ყველასთვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი