ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელი გადაწყვეტილებით პირველი ტესტი ჩააბარა სამართლიანობის დაცვის კუთხით, - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ.
„სამართლიანად გვეკუთვნოდა ის ნომერი, რომელიც მონიჭებული გვქონდა და ცდილობდნენ ზოგიერთი პარტიები, რომ წაერთმიათ კუთვნილი ნომერი და კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩავეგდეთ, მაგრამ ცესკომ შეძლო და ეს ბარიერი არგუმენტებით გადალახა. 9 წევრმა დაუჭირა მხარი სამართლიან გადაწყვეტილებას, რითაც გვექნება წყნარი და მშვიდი საშუალება, რომ უკვე მონიჭებული ნომრით გავაგრძელოთ საარჩევნო კომპანია. ერთი რამ არის საყურადღებო ჩემთვის ამ სხდომაზე, კერძოდ, ვინც მხარი არ დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, ისინი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“. დასკვნები აქედან საზოგადოებამ გამოიტანოს“, - განაცხადა კაციტაძემ.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პირველი ნომრით ბლოკი, რომელშიც პაატა ბურჭულაძე, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და „ახალი მემარჯვენეები“ არიან გაერთიანებული, კაციტაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისას გადაწყდება.
„როდესაც რეგისტრირდება საარჩევნო ბლოკი და ამისთვის ჩვენ გვაქვს კიდევ ორ დღე, ჩამოვყალიბდეთ, თუ რა ნომრით იქნება საარჩევნო ბლოკი არჩევნებში წარმოდგენილი. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ნომერი და შეგვიძლია არ გამოვიყენოთ“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადლაწყვეტილება, რომ წილისყრის გარეშე „პატრიოტთა ალიანსს“ და „ახალ მემარჯვენეებს“, ის საარჩევნო ნომერი მიანიჭოს, რომლითაც აღნიშნული პარტიები 2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე გამოდიოდნენ. „პატრიოტთა ალიანსს“ #8, ხოლო „ახალ მემარჯვენეებს“ #1 მიენიჭათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.